ავტორიზაცია

მიქაუტაძე: "სერენს აკლია გამოცდილება, სწავლას ვაგრძელებთ"

მიქაუტაძე: "სერენს აკლია გამოცდილება, სწავლას ვაგრძელებთ"
თარიღი 28 Sep 2021, 11:22

"სერენის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა. ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, თუ რა კომპონენტში მოიკოჭლებენ ლიეჟელები მიმდინარე სეზონში.

"გენკთან შეხვედრა რომ გავიხსენოთ, კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გავუშვით გოლები და გავტყდით. სწორედ ეს არის სერენის მთავარი მინუსი - საკმარისი გამოცდილების არ ქონა და კონცენტრაციის დაკარგვა.

სწავლას ვაგრძელებთ და ზულტე ვარეგემთან შეცდომების გამოსწორებას ვეცდებით. მთავარია, რომ არ ვნებდებით", - განაცხადა ბელგიური გუნდის  ახალგაზრდა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ "შავ-წითლების" ცხრიანი არის "მეცის" საკუთრება, იუპილერ ლიგაში კი განათხოვრების წესით ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იასპარეზებს.

აქვე დავამატებთ, 20-წლის ბომბარდირმა წელს გაიტანა უკვე ოთხი გოლი - ერთი შიდა ჩემპიონატში, სამი კი ქვეყნის თასზე. რაც შეეხება "სერენის" სატურნირო მდგომარეობას: 9 ქულით მე-14 ადგილი.