ავტორიზაცია

"სტერლინგი ჩემი კუმირია", - ალექსანდერ-არნოლდი

"სტერლინგი ჩემი კუმირია", - ალექსანდერ-არნოლდი
თარიღი 28 Sep 2021, 11:56

ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა თანამემამულე რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა.

"შესანიშნავია იმის ხილვა, თუ როგორ გარდაისახა რაჰიმი ბიჭიდან კაცად. სტერლინგი ჩვენს ქვეყანაში ყველასათვის კუმირია. ჩემთვისაც, რა თქმა უნდა".

"რაჰიმი მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა, საოცარი ადამიანია", - ციტირებს ტრენტის სიტყვებს The Guardian.

2021/22 წლების სეზონში 26 წლის სტერლინგმა "მანჩესტერ სიტის" რიგებში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ალექსანდერ-არნოლდს, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით მონაწილეობის მიღება ექვს შეხვედრაში მოასწრო.