ავტორიზაცია

"კვარაცხელიაში 20-25 მილიონის გადახდა უკვე გადამეტებული იქნება", - რუსული პრესა ხვიჩას აკრიტიკებს

"კვარაცხელიაში 20-25 მილიონის გადახდა უკვე გადამეტებული იქნება", - რუსული პრესა ხვიჩას აკრიტიკებს
თარიღი 28 Sep 2021, 12:39

რუსულ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კრიტიკული სტატიების რაოდენობა იმატებს. ქართველი შემტევის შესახებ ამჯერად დაწერა Sport Express-მა, რომელმაც მოთამაშის სუსტი მხარეების შესახებ ისაუბრა.

"აგვისტოს შუა რიცხვებში კვარაცხელიამ მიიღო ტრავმა, რის შედეგადაც ფორმიდან ამოვარდა. ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა რუსეთის პრემიერ ლიგაში უკვე მიილია სეზონის მესამედი, ის კი ათამაშებას ვერ ახერხებს.

ცხრა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ქართველი შემტევის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია. ამის გარდა, რაკუვთან და კრილიასთან მატჩები ხომ ტრავმის მიღებამდე იყო.

ცხადია, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა რუბინში დარჩენის ფაქტმა, როდესაც პრესას ის მთელი ზაფხულის განმავლობაში ევროპის არაერთ ტოპ-კლუბში გადაყავდა.

რუსეთში კი ხვიჩას თამაში გაშიფრეს, მისი შეჩერების მეთოდები შეისწავლეს როგორც მწვრთნელებმა, ისე ფეხბურთელებმაც. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვეღარ ბრწყინავს ყაზანელთა ვინგერი.

ფაქტია, ის არ არის მზად ვარსკვლავური სტატუსითვის და 20-25 მილიონიანი საფასურიც გადამეტებულია. 20-წლის გარემარბი სტრესის მიმართ გამძლე არ აღმოჩნდა".

შეგახსენებთ, მამუკა ჯუღელმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლაპარაკებები ტურინის "იუვენტუსთან", თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, რუსული გუნდის 21-ე ნომრის ტრანსფერმა აქტუალურობა დაკარგა.