ავტორიზაცია

"პარკი მანჩესტერისთვის რონალდუზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო", - რუნი

"პარკი მანჩესტერისთვის რონალდუზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო", - რუნი
თარიღი: 28 სექ 2021, 13:40

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, უეინ რუნიმ გაიხსენა თავისი ექს-თანაგუნდელი, პარკ ჯი სუნი და აღნიშნა, რომ ის გუნდისთვის კრიშტიანუ რონალდუზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.

"ყველა აჟიტირებულია რონალდუს მანჩესტერში დაბრუნებით, რადგან მან ამ გუნდში ისტორია დაწერა. სამწუხაროდ, დღევანდელ ბავშვებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ ვინ იყო პარკი.

იმ დროინდელ იუნაიტედში ის პორტუგალიელ თავდამსხმელზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ეს იცის ყველამ, მათ შორის კრიშტიანუმაც", - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეელი ცენტრალური ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებში" თამაშობდა 2005-2012 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 205 მატჩში 27 ბურთი გაიტანა.

"მანკუნიანელების" ყოფილმა ჰავბეკმა ინგლისში ყოფნის პერიოდში ოთხჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო.