მესი განაცხადშია, დონარუმა კი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტისთვის ემზადება - პსჟ სიტის დასახვედრად მზად არის

"პარი სენ-ჟერმენმა" "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სიაში აღმოჩნდა ლიონელ მესიც, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო "პსჟ"-ს წინა ორი მატჩი გამოტოვა.
ამის გარდა, პარიზელთა განაცხადშია ჯანლუიჯი დონარუმაც, რომელიც ფრანგული პრესის ვარაუდით დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება. არგენტინელის მდგომარეობა კი ჯერჯერობით უცნობია.
არაა გამორიცხული, რომ "ლურჯ-წითლების" თავდამსხმელმა შეხვედრა დაიწყოს სათადარიგოთა სკამიდან, შემდეგ კი მოედანზეც გამოჩნდეს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდის სრული განაცხადი ასეთია:
კეილორ ნავასი, ჯანლუიჯი დონარუმა, ალეხსანდრ ლეტელიერი, მარკინიოს კორეა, პრესნელ კიმპემბე, აბდუ დიალო, ტილო კერერი, ლევენ კურზავა, აშრაფ ჰაკიმი, კოლინ დაგბა, ნუნო მენდეში, დანილო პერეირა, ანდერ ერერა, იბრაჰიმა გუეიე, ლეანდრო პარედესი, მარკო ვერატი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, იულიან დრაქსლერი, ლიონელ მესი, ნეიმარ ჟუნიორი, კილიან მბაპე, მაურო იკარდი, დინა ებიმბე
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენისა" და "ქალაქელების" შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება. აქვე დავამატებთ, "პსჟ"-მ, პირველ ტურში ითამაშა ფრე "ბრიუგესთან" (1:1).