რამდენად რეალურია კონტეს ბარსელონაში დანიშნვა?
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გუნდზე კატალონიელთა ექს-ფორვარდის, ლიონელ მესის გავლენაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ შვებულების აღება გადაწყვიტა, იტყობინება ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი მწვრთნელი არცერთ კლუბთან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც აქამდე დაიწერა, 52 წლის სპეციალისტს ლონდონის "არსენალი" და კატალონიის "ბარსელონა" ეპატიჟებიან.
მოგეხსენებათ, თავის მხრივ, "მეთოფეები" მიკელ არტეტას, ხოლო "ლურჯ-ბროწეულისფრები" რონალდ კუმანის შემცვლელს ეძებენ. გასულ სეზონში კონტემ "ინტერს" იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა, სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.