ბარსელონა დღეს კუმანს დაემშვიდობება - ესპანური პრესა
კატალონიური Sport-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" რონალდ კუმანს გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლებს.
კატალონიური კლუბი ნიდერლანდელ თავკაცს დღევანდელი დღის ბოლომდე დაემშვიდობება. იგივე წყაროს მტკიცებით, ლისაბონის "ბენფიკასთან" განადგურება ხოან ლაპორტასთვის ბოლო წვეთი გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი "ბლაუგრანაში" მუშაობს გასული სეზონის დასაწყისიდან, მის ანგარიშზე კოპა დელ რეის ერთი ტიტულია.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" მდგომარეობა მიმდინარე სეზონში საგრძნობლად გაუარესდა - 8 მატჩი, მხოლოდ 3 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება, ბურთების შეფარდება 11:11.
კუმანის გუნდი ლა ლიგაში 12 ქულით არის მეექვსე ადგილზე, ჩემპიონთა ლიგაზე კი ხდება სრული კატასტროფა, ორჯერ 0:3-ის შემდეგ, 0 ქულა და ბოლო ადგილი ჯგუფში.