ავტორიზაცია

ბარსელონას პრიორიტეტი - დემბელეს დატოვება

ბარსელონას პრიორიტეტი - დემბელეს დატოვება
თარიღი 30 Sep 2021, 12:44

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა თავდამსხმელ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას აგრძელებს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელი პირადად შეხვდა ფეხბურთელსა და მის აგენტს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ფრანგ შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მომავალი წლის 30 ივნისს ეწურება, ამიტომაც კლუბი ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობს, რათა ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა გუნდმა არ გადაიბიროს.

"ბარსელონა" დემბელეს თანამშრომლობის ორი წლით გაგრძელებას შესთავაზებს, მიუხედავად მისი ხშირი ტრავმიანობისა - იგი ახლაც აღდგენით პროცესებს გადის.

შეგახსენებთ, 24 წლის თავდამსხმელი, რომლის სატრანსფერო ფასიც ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს, "ბლაუგრანას" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს.