ავტორიზაცია

ქეცბაია: "გენტის დამარცხება ჩემთვის მოულოდნელობა არ იქნება"

ქეცბაია: "გენტის დამარცხება ჩემთვის მოულოდნელობა არ იქნება"
თარიღი 30 სექ 2021, 15:09

ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ "გენტთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, მატჩი ჩვენი დროით 20:45 საათზე დაიწყება.

"გენტი კარგი გუნდია, თუმცა არც ანორთოსისია მასზე ნაკლები. წარმატების მისაღწევად ვაკეთებთ ყველაფერს და ბელგიელების დამარცხება ჩემთვის მოულოდნელობა არ იქნება.

დიახ, ჩვენს გუნდში პრობლემებია, თუმცა ყოველ მატჩზე საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად გავდივართ. რაც შეეხება შემადგენლობას, ნამდვილად კმაყოფილი ვარ".

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული გუნდის რიგებში თამაშობენ გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა. "გენტში" ირიცხება გიორგი ჩაკვეტაძე, თუმცა ის ტრავმის გამო არ ითამაშებს.

რაც შეეხება ჯგუფში არსებულ მდგომარეობას, 3-3 ქულით წინ ბელგიელები და "პარტიზანი" არიან. ქეცბაიას გუნდს აქვს 0 ქულა, ისევე როგორც "ფლორას". ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ანორთოსისი" რეანიმირებას.