საქართველოს ნაკრები და შერიფის ამჟამინდელი მწვრთნელი - იყო თუ არა კონტაქტი?
ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მთავარი სენსაცია - ტირასპოლის "შერიფი", რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოასწრო მადრიდის "რეალისა" და დონეცკის "შახტარის" დამარცხება.
მოლდოვური გუნდის მთავარი მწვრთნელი არის იური ვერნიდუბი, რომლის სახელს გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქტიურად უკავშირებდნენ.
საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც "ჯვაროსნები" ერთა ლიგის ფინალში დამარცხდნენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რის შედეგადაც ვლადიმირ ვაისი თანამდებობიდან გადადგა.
სწორედ სლოვაკი დამრიგებლის წასვლის შემდეგ გაჩნდა ცნობები უკრაინელი მწვრთნელის დანიშნვის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნით ადრე, სოლიგორსკის "შახტიორთან" ერთად ბელარუსის ჩემპიონობა ჰქონდა გაფორმებული.
"შავ-ყვითლების" ამჟამინდელი დამრიგებელი იქამდე მუშაობდა ლუგანსკის "ზარიაში", რომელიც მან აგრეთვე სენსაციურად ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
პროგნოზი არ გამართლდა, ფედერაციამ ჭორები უარყო, სლავი მწვრთნელი ჩვენს ნაკრებში არ მოვიდა, ეს პოსტი დაიკავა ვილი სანიოლმა, თავად მან კი მიაშურა "შერიფს", რომელთან ერთადაც ევროპაში პატარა სასწაული გამოადნო.