ავტორიზაცია

ფერდინანდი: "ვან დეიკს ვარანზე და დიაშზე წინ ვაყენებ"

ფერდინანდი: "ვან დეიკს ვარანზე და დიაშზე წინ ვაყენებ"
თარიღი 01 ოქტ 2021, 12:48

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა, ვირჯილ ვან დეიკს, რაფაელ ვარანსა და რუბენ დიაშს შორის პრემიერ ლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა:

"ვან დეიკს, ვარანსა და დიაშს შორის საუკეთესოდ ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველს ვასახელებ. მისი გავლენა და როლი თანამედროვე ლივერპულში უბრალოდ ფასდაუდებელია.

ფრანგ უკანახაზელს ბადალი არ ჰყავს ტიტულებსა და გამარჯვებების რაოდენობაში, თუმცა ის არ იყო რეალისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ვირჯილი თავის გუნდისთვის.

რაც შეეხება პორტუგალიელ ცენტრბექს, მან ჩაატარა ძალიან კარგი სეზონი, თუმცა რუბენი ამ მწვერვალზე ავიდა მხოლოდ გასულ სეზონში, მაშინ, როდესაც მერსისაიდელთა მცველი უკვე წლებია, რაც ამ სიმაღლეზეა".

შეგახსენებთ, რიომ გასული სეზონის სტარტზე, ჰოლანდიელმა უკანახაზელმა გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები, რის გამოც მოედანი ცხრა თვით დატოვა. "წითლების" 4-იანი მხოლოდ ამ სეზონის დასაწყისში დაბრუნდა.