ავტორიზაცია

VIDEO: ამ დღეს 33 წლის წინ - ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოლიმპიური ოქრო, თანაც ბრაზილიასთან!

თარიღი 01 Oct 2021, 13:30

1988 წლის 1 ოქტომბერი - ოლიმპიური თამაშების ფინალი ფეხბურთში - ბრაზილიის ეროვნული ნაკრები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ფავორიტად მოიაზრებოდა "სელესაო", მაგრამ გამარჯვებული გამოვიდა სსრკ, 1:2.

"წითლების" შემადგენლობაში ბრწყინავდა გელა კეტაშვილი, რომელმაც მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ყოფილი ცენტრალური მცველი დღემდე რჩება ერთადერთ ქართველ მოთამაშედ ოლიმპიური ოქროთი კოლექციაში.