ავტორიზაცია

ძალიან ცუდი ამბავი - ოთარ კიტეიშვილისთვის 2021 წელი დასრულებულია!

ძალიან ცუდი ამბავი - ოთარ კიტეიშვილისთვის 2021 წელი დასრულებულია!
თარიღი 01 ოქტ 2021, 13:39

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში პსვ-ს(1-4) წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ნიდერლანდური გუნდის წინააღმდეგ მიღებული ტრავმა საკმაოდ მძიმეა. 25 წლის ნახევარმცველმა კოჭთან არსებული მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მინიმუმ 3-4 თვით იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელი ოთარ კიტეიშვილისთვის საფეხბურთო თვალსაზრისით დასრულებულია. შესაძლოა, ფეხბურთელს დაზიანებულ ადგილას ოპერაციაც დასჭირდეს. 
აქედან გამომდინარე, ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს ვერც ოქტომბერში და ვერც ნოემბერში ვერ დაეხმარება.
ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებდა. შტურმის ნახევარმცველმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.