ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - კუმანის მოსალოდნელი გაცილება ბარსელონადან, სუარესის და გრიზმანის მონაწილეობით

რას ვუყუროთ დღეს? - კუმანის მოსალოდნელი გაცილება ბარსელონადან, სუარესის და გრიზმანის მონაწილეობით
თარიღი 02 Oct 2021, 10:02

უკანასკნელი საკლუბო შაბათ-კვირა საერთაშორისო სანაკრებო შესვენებამდე. დღის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" მიიღებს. განვიხილოთ როგორც აღნიშნული მატჩი, ისე დანარჩენებიც.

ლა ლიგა

როგორც ავღნიშნეთ, მთელი ყურადღება "როხიბლანკოსა" და კატალონიელებისკენ იქნება გადატანილი. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იქნება რონალდ კუმანის ბოლო მატჩი "ბლაუგრანას" თავკაცის რანგში.

ნიდერლანდელ დამრიგებელთან პირადი ვენდეტა ექნება "ლურჯ-ბროწეულისფრების" ყოფილ თავდამსხმელს, ლუის სუარესს. შეგახსენებთ, სწორედ "ბარსას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა გაუშვა ურუგვაელი "ინდიელებში".

58-წლის თავკაცი კატალონიელთა ექს-ფორვარდის მიმართ იყო ცივსისხლიანი და შეუდრეკელი, იგივე განწყობით დღეს იქნება თავად ფეხბურთელი და პრინციპში დიეგო სიმეონეს მთელი გუნდი.

ცალკე აღსანიშნავია ანტუან გრიზმანის "ბლაუგრანას" წინააღმდეგ თამაშის ფაქტორი. შეგახსენებთ, ფრანგი შემტევი არის "ლურჯ-ბროწეულისფრების" საკუთრება და "ვანდაზე" ის იჯარით არის.

"ატლეტიკოს" სტრაიკერმა უკვე მოასწრო გოლების ანგარიშის გახსნა, თუმცა ჯერ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე. ვნახოთ, რა იქნება ლა ლიგაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ესპანეთის ჩემპიონატში დღეს თამაშობს "ვალენსიაც", სტუმრად "კადისთან". ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი.

პრემიერ ლიგა

ლონდონის "ჩელსი" მიიღებს "საუთჰემპტონს", "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონს", "არსენალი" კი "ბრაიტონს" ესტუმრება. კრიშტიანუ რონალდუსა და რომელუ ლუკაკუს ერთმანეთის პარალელური დაპირისპირება ჯერ კიდევ სერია ა-დან გახდა საინტერესო.

სერია ა

"იუვენტუსი" ესტუმრება თანაქალაქელ "ტორინოს", მილანის "ინტერი" კი "სასუოლოს". "ბებერი ქალბატონი" აღარ არის სატურნირო ცხრილის ფსკერზე, იტალიის ყოფილი ჩემპიონი ლიდერებს უახლოვდება.

ბუნდესლიგა

დორტმუნდის "ბორუსია" მიიღებს "აუგსბურგს", "ლაიფციგი" კი "ბოხუმს". აგრეთვე გამოსარჩევია "ვოლფსბურგისა" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვედრა.

15:30 - მანჩესტერი-ევერტონი

17:30 - დორტმუნდი-აუგსბურგი

17:30 - ვოლფსბურგი-გლადბახი

18:00 - ჩელსი-საუთჰემპტონი

20:00 - ტორინო-იუვენტუსი

20:30 - ბრაიტონი-არსენალი

20:30 - კადისი-ვალენსია

20:30 - ლაიფციგი-ბოხუმი

22:45 - სასუოლო-ინტერი

23:00 - ატლეტიკო-ბარსელონა