ავტორიზაცია

"კონტე ბარსელონაში? მათ დასჭირდებათ ლუკაკუც და ამდენი ფული კლუბს არ აქვს", - იტალიელი ჟურნალისტი

"კონტე ბარსელონაში? მათ დასჭირდებათ ლუკაკუც და ამდენი ფული კლუბს არ აქვს", - იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 02 Oct 2021, 10:19

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა, ფილიპო მარია რიჩიმ გამორიცხა "ბარსელონაში" ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის რანგში მოსვლა. იტალიელი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

"კონტე ბარსელონაში? ასეთი მდგომარეობით საჭირო იქნება ლუკაკუს ყიდვაც, ეს კი კლუბისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება. კატალონიელებს მაინც არ აქვთ იტალიელის ფული, ბელგიელის ტრანსფერის გარეშეც კი.

საიუდუმლო არ არის, რომ ანტონიო არ მოვა იაფად და არც უფასოდ, კლუბს მის ხელფასში სერიოზული ინვესტიციის ჩადება მოუწევს", - განაცხადა იტალიელმა კორესპონდენტმა.

შეგახსენებთ, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის არის რონალდ კუმანი, რომელიც უდიდესი ალბათობით მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ გაშვებული იქნება.

მილანის "ინტერის" ყოფილი სპეციალისტის გარდა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უკავშირებენ ხავი ერნანდესს, რობერტო მარტინესს, ფრანკ დე ბურსა და კიდევ რამდენიმე თავკაცს.