ავტორიზაცია

რამოსის პსჟ-ში დებიუტი კვლავ გადაიდო - როდის ჩაატარებს ესპანელი თავის პირველ მატჩს?

რამოსის პსჟ-ში დებიუტი კვლავ გადაიდო - როდის ჩაატარებს ესპანელი თავის პირველ მატჩს?
თარიღი 02 Oct 2021, 11:44

"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი კუნთის ტრავმის შედეგად დაწესებული რეაბილიტაციის კურსის გავლას აგრძელებს. ესპანელი საერთო ჯგუფში კვლავ ვერ ვარჯიშობს.

ეს ნიშნავს იმას, რომ "პსჟ"-ს უკანახაზელი გამოტოვებს თავისი გუნდის მორიგ შეხვედრას, რითაც მისი ახალ გუნდში დებიუტის თარიღი გაურკვეველი დროით კვლავ გადაიწევს.

პარიზული გუნდის უახლოესი მოწინააღმდეგე არის "რენი", მატჩი გაიმართება კვირას, 3 ოქტომბერს. რაც შეეხება "ლურჯ-წითლების" ოთხიანის მოედანზე გამოსვლას:

ფრანგულ პრესაში ვარაუდობენ, რომ 35-წლის ცენტრბექი ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო სანაკრებო შესვენების შემდეგ, ანუ დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში.

აქვე დავამატებთ, რომ რამოსი მადრიდის "რეალიდან" "პარკ დე პრენსზე" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ, ისევე როგორც ლეო მესი.