VIDEO: ავთო შესანიშნავ ფორმაშია - ებრალიძემ კვიპროსში კვლავ გაიტანა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში პაფოსისა და დოქსას დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
სტუმართა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ 28-ე წუთზე გაიტანა. ჩვენებური 46-ე წუთზე შეცვალეს.
ავთო ებრალიძე შესანიშნავ ფორმაშია, ეს მისთვის უკანასკნელ 3 მატჩში მე-2 გოლია კვიპროსელთა მაისურით.
ქართველი ნახევარმცველი დოქსას 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

