"ღამე ვერ ვიძინებ და სულ ამ მატჩზე მეფიქრება", - ანჩელოტიმ მტკივნეული მარცხი გაიხსენა
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავისი გუნდის მტკივნეული მარცხი გაიხსენა.
„სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში საკუთარ კედლებში „შერიფთან“ სენსაციურად 1:2 წააგო.
„თამაში ძალიან სტანდარტულად და მარტივად განვიხილეთ. ფეხბურთელებს ყველაფერი გასაგებად ავუხსენი.
გუნდი აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მცირე შეცდომების გამო დაისაჯა. უფრო ცივსისხლიანად უნდა გვეთამაშა, პირველ რიგში შეტევაში. ასევე მეტოქის კონტრშეტევების დროს უნდა ვყოფილიყავით უფრო ყურადღებით.
ეს მატჩი ჩემს მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს. ვერ ვიძინებ, მუდმივად ვფიქრობ იმაზე, რა მოხდა. ზოგჯერ ასეთებიც ხდება, განსაკუთრებით როცა მარცხდები.“ - აღნიშნა ანჩელოტი.