ავტორიზაცია

"გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე ვიღებ" - სანიოლი ყაზაიშვილის არგამოძახებაზე

"გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე ვიღებ" - სანიოლი ყაზაიშვილის არგამოძახებაზე
თარიღი 03 ოქტ 2021, 16:52

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებამდე ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ერთ-ერთი შეკითხვა ჟურნალისტების მხრიდან ფრანგი სპეციალისტისადმი ვაკო ყაზაიშვილის არგამოძახების მიზეზებზე იყო.

“ნაკრების შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე ვიღებ. ყაზაიშვილთან დაკავშირებითაც ასეა და ბევრი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული.

 მათ შორის, ისიც, რომ ესპანეთთანა და კოსოვოსთან მატჩებში მისი თამაშით კმაყოფილი 100%-ით არ ვყოფილვარ. გარდა ამისა, ვაკოს შემთხვევაში, გავითვალისწინე ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეებიც.

ამასთან, ნაკრებში შემიძლია 23 ფეხბურთელი მყავდეს და ყოველთვის ყველა ვერ იქნება გამოძახებული. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყაზაიშვილისთვის ნაკრების კარი დაიკეტა და მას აღარ ვათამაშებთ, თუმცა, ამ მომენტში ასეთი გადაწყვეტილება მივიღე," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში 2 შეხვედრას გამართავს. 9 ოქტომბერს საბერძნეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოსთან.