VIDEO: საოცრებებს ჩადის! მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი გაიფორმა
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში სერენმა ზულტე ვარეგემი 5-1 გაანადგურა.
აღნიშნულ მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. პირველი გოლი მე-8 წუთზე გაიტანა.
დუბლი 20 წლის ფორვარმდა 71-ე წუთზე გაიფორმა.
გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-თრიქი 81-ე წუთზე გაიფორმა. 2 წუთში კი მოედანიც დატოვა.
გიორგი მიქაუტაძე სერენს სექტემბრის დასაწყისში კვლავ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და მე-5 მატჩში მისთვის გუნდში მე-5 გოლია.