ავტორიზაცია

მიქაუტაძე: "კიდევ შემეძლო გატანა, თუმცა ამას შემდეგი მატჩებისთვის შემოვინახავ"

მიქაუტაძე: "კიდევ შემეძლო გატანა, თუმცა ამას შემდეგი მატჩებისთვის შემოვინახავ"
თარიღი 04 ოქტ 2021, 10:46

"ზულტე ვარეგემის" კარში შესრულებული ჰეტ-ტრიკის შემდეგ, "სერენის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, ლიეჟელებმა 5:1 იმარჯვეს.

"სერენმა ითამაშა შესანიშნავად და შედეგით კმაყოფილები ვართ. კიდევ შემეძლო ერთი ან ორი გოლის გატანა, თუმცა ამას უკვე შემდეგი შეხვედრებისთვის შემოვინახავ.

წინ საერთაშორისო სანაკრებო შესვენებაა, შემდეგ დავბრუნდები და უნიონთან მატჩისთვის მოვემზადები", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა, რომელსაც ამ სეზონში 5 თამაშში უკვე 7 ბურთი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელთა შემტევი გამოძახებულია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, საბერძნეთსა და კოსოვოსთან შეხვედრისთვის შესარჩევზე.

აქვე დავამატებთ, რომ "შავ-წითლების" ცხრიანი არის "მეცის" საკუთრება და იუპილერ ლიგაში ის განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.