ავტორიზაცია

ტიბო კურტუა რეალის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს გამოეხმაურა

ტიბო კურტუა რეალის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს გამოეხმაურა
თარიღი 04 Oct 2021, 23:18

მადრიდის „რეალის“ გოლკიპერი, ტიბო კურტუა, გუნდის ბოლო ორ მატჩში განცდილ მარცხზე ისაუბრა.

კარლო ანჩელოტის გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე „შერიფთან“ დამარცხდა, შემდეგ კი ლა ლიგაში „ესპანიოლთან“ განიცადა პირველი მარცხი - ორივე ერთნაირი ანგარიშით 1:2.

„სამწუხაროა ამ წარუმატებელი კვირის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგით დასრულება. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ გუნდი ფეხზე წამოდგება.“ - წერს კურტუა „ტვიტერში“.

მიუხედავად მარცხისა, მადრიდის „რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა ახლა უკვე ამდენივე ქულა აქვთ „ატლეტიკოს" და „სოსიედადსაც".

სანაკრებო პაუზის შემდეგ „რეალის" მატჩი „ბილბაოსთან" გადაიდება, შესაბამისად მადრიდული გუნდი საქმეს 19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩით დაუბრუნდება, რომელშიც „შახტარს" შეხვდება.