უკვე ოფიციალურად: რანიერიმ ჩისკო უოტფორდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "უოტფორდის" მთავარი მწრთნელის თანამდებობიდან დათხოვნილ ჩისკო მუნიოსს შეცვლის კლაუდიო რანიერი. იტალიელი უკვე "ირმებშია".
რაც შეეხება "შავ-ყვითლების" ამჟამინდელი სპეციალისტის წინამორბედს, ესპანელი თავკაცი მუშაობდა გასული წლის დეკემბრიდან და პრემიერ ლიგაში გუნდი სწორედ მან გაიყვანა.
თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებლის მონაგარი ჰერტფორდშირში შეადგენდა 36 შეხვედრას, 21 მოგებას, 4 ფრესა და 11 წაგებას. 41-წლის მწვრთნელმა "უოტფორდი" ეპლ-ში მე-11 ადგილზე დატოვა.
რაც შეეხება 69-წლის ტაქტიკოსს, შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, "ლესტერ სიტის" სენსაციური ჩემპიონობა სწორედ მან მოუტანა. რანიერის ბოლო გუნდი "სამპდორია" იყო.