"იტალიაში მყავს ორი ფავორიტი გუნდი, ერთს სერია ა-ში ველი", - რონალდინიო
"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ "როსონერისა" და "მონცას" შედეგებს თვალყურს ადევნებს.
"ყოველთვის ვადევნებ თვალს "მილანს", მათ ყველაფერი კარგად აქვთ. იმედი მაქვს, გუნდი პროგრესირებას გააგრძელებს. საინტერესოა "მონცაც". ბერლუსკონი და გალიანი ჩემს გულში არიან.
"მონცას" სერია ა-ში ველოდები", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Tuttomercatoweb. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი "როსონერიში" 2008-2011 წლებში თამაშობდა.
რაც შეეხება "მონცას", ბერლუსკონისა და გალიანის კლუბი ამჟამად სერია ბ-შია და შვიდი ტურის შემდეგ, ცხრა ქულით მე-13 ადგილს იკავებს. "თეთრ-წითლების" მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა არის.