ტრავმირებული კარვახალის შემცვლელად რეალი ალექსანდერ-არნოლდს განიხილავს
"ლივერპულის" მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კარიერა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს, წერენ ესპანურ პრესაში.
გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" ალვარო ოდრიოსოლას გამო წუხს, რომელიც ვერ ბრწყინავს, დანიელ კარვახალი კი ხშირად ტრავმიანობს.
ალექსანდერ-არნოლდი "ლივერპულის" აღზრდილია, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ის ვერსიით, 22 წლის ფლანგის მცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 75 მილიონ ევროს შეადგენს.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე რამდენიმე სეზონია იურგენ კლოპის გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრია.