როდის გაიმართება ერთა ლიგის ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის?
ერთა ლიგაზე ფინალური წყვილი გამოიკვეთა.
6 ოქტომბერს ესპანეთმა იტალიის 37-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, 2:1 იმარჯვა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა.
დღეს კი საფრანგეთმა დიდ ბრძოლაში ბელგიას 3:2 მოუგო და ასევე მოახერხა უეფას ტურნირის ფინალამდე მისვლა.
გადამწყვეტი შეხვედრა 10 ოქტომბერს გაიმართება - ერთა ლიგის ახალი გამარჯვებულის ვინაობას ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები გაარკვევენ.
ასევე 10 ოქტომბერს შედგება ერთა ლიგის მატჩი მესამე ადგილისთვისაც, რომელშიც ნახევარფინალში დამარცხებულები - ბელგია და იტალია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრებია, რომელსაც ამ წოდების დათმობა სულ რაღაც ორ დღეში მოუწევს.