ავტორიზაცია

ბაიერნმა სამომავლოდ ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია და მის შეძენას იანვარში ეცდება

ბაიერნმა სამომავლოდ ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია და მის შეძენას იანვარში ეცდება
თარიღი 08 ოქტ 2021, 22:34

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ზალცბურგის" თავდამსხმელის, კარიმ ედეიემის შეძენას აპირებს.

19 წლის ფორვარდი იანვრისთვის მიუნხენელთა პრიორიტეტული სამიზნეა, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა Goal.com, გერმანულ SPOX-თან ერთად.

როგორც აღინიშნება, "ბაიერნში" ადეიემის გრძელვადიან პერსპექტივაში რობერტ ლევანდოვსკის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ. 

იმ შემთხვევაში, თუ "რეკორდმაისტერი" ამ ტრანსფერს იანვარში დახურავს, მაშინ ადეიემის "ზალცბურგში" იჯარით დატოვებს.

აგრეთვე, გერმანელი თავდამსხმელისთვის, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 10 მატჩში 8 გოლი გაიტანა, "ლივერპული", "დორტმუნდი" და "ლაიფციგიც" იბრძვიან.