ავტორიზაცია

კუმანის გაშვების შემთხვევაში, რა თანხას გადაუხდიან კატალონიელები ნიდერლანდელს?

კუმანის გაშვების შემთხვევაში, რა თანხას გადაუხდიან კატალონიელები ნიდერლანდელს?
თარიღი 12 ოქტ 2021, 13:26

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს 30 ივნისამდე გაათავისუფლებს, მისთვის კომპენსაციის სახით 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

როგორც აღინიშნება, თუ აღნიშნული პირობა არ შესრულდება, კლუბი 2022/23 წლების სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ვერ დანიშნავს, იტყობინება ჟურნალისტი, ისააკ ფუოტო.

ახალი სამწვრთნელო შტაბისთვის სახელფასო ლიმიტი, ლა ლიგის წესების თანახმად, 3 მილიონი ევროა.ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ახალი სამწვრთნელო შტაბის დასანიშნად დაახლოებით 16 მილიონის დახარჯვა მოუწევს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსამ" შეიძლება კუმანი "რეალთან" 24 ოქტომბერს გასამართი მატჩის შემდეგ გაათავისუფლოს, იქამდე ჰოლანდიელი სპეციალისტი კატალონიელთა რიგებში მუშაობას გააგრძელებს.