ავტორიზაცია

"ჩვენი ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომ მატჩებს მხოლოდ რონალდუც მოიგებდა", - ბონუჩი

"ჩვენი ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომ მატჩებს მხოლოდ რონალდუც მოიგებდა", - ბონუჩი
თარიღი 13 ოქტ 2021, 13:35

"იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"იყო მოსაზრება, რომ ერთ ფეხბურთელს, მით უმეტეს მსოფლიოში საუკეთესოს, შეუძლია "იუვენტუსს" გამარჯვება გაუნაღდოს. კრიშტიანუმ ჩვენზე უდიდესი გავლენა მოახდინა".

"მასთან ერთად ვარჯიშიც კი უკვე რაღაც ექსტრაორდინალურია, მაგრამ ფეხბურთელებმა ქვეცნობიერად იმაზე ფიქრი დაიწყეს, რომ მხოლოდ მისი ყოფნა უზრუნველყოფს მოგებებს".

"რატომღაც, მოვუკელით მუშაობას, მორჩილებას, საკუთარი თავის გაწირვილს სურვილს, ყოველდღე ჩვენს თანაგუნდელებთან ყოფნის მცდელობას. ბოლო წლებში ამაზე შეიძლებოდა ყურადღების გამახვილება".

"გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დავიკავეთ და იტალიის თასი მოვიგეთ, რადგან კვლავ გუნდად ვიქეცით. იმდენად ვიყავით დამუხტულები, რომ თუ ერთ-ერთი მატჩის წინ ჩვენს გასახდელში ხის ნაწილს ჩააგდებდით, ცეცხლი გაუჩნდებოდა".

"იქამდე სწორედ ეს გვაკლდა. შეიძლება, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ თუ ბურთს რონალდუს მივცემდით, ის გამარჯვებას მოგვიტანდა".

"თუმცა, კრიშტიანუს ზუსტად ისე სჭირდება გუნდი, რამდენადაც ჩვენ ის. ურთიერთდახმარებაა საჭირო, რადგან სწორედ გუნდი აამაღლებს ფეხბურთელს, ის პლანეტაში საუკეთესოც რომ იყოს", - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს The Athletic.