ავტორიზაცია

VIDEO: საქართველოში ინტერის აკადემია გაიხსნება - მილანურმა კლუბმა ინფორმაცია დაადასტურა

თარიღი 14 ოქტ 2021, 20:29

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოში მილანის "ინტერის" აკადემია გაიხსნება. "ნერაძურიმ" აღნიშნულ ამბავს მიუძღვნა ვიდეო რგოლი და რამდენიმე პოსტი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ "გველები" ქართული საფეხბურთო ბაზრის მიმართ ინტერესს 2018 წლის ზაფხულის შემდეგ იჩენენ. იმ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა "ინტერის" კემპს, რომელშიც ივარჯიშა 105-მა დამწყებმა მოთამაშემ, 5-დან 15 წლამდე.

წარჩინებულმა ფეხბურთელებმა მიიღეს სერტიფიკატები და ერთკვირიანი პრაქტიკის შესაძლებლობა მილანური კლუბის აკადემიაში. "ნერაძურის" აკადემიის საქართველოში გახსნის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.