ავტორიზაცია

კლოპმა ლევანდოვსკი და სალაჰი ერთმანეთს შეადარა: "მათთან მუშაობით ბედნიერი ვარ"

კლოპმა ლევანდოვსკი და სალაჰი ერთმანეთს შეადარა: "მათთან მუშაობით ბედნიერი ვარ"
თარიღი 15 ოქტ 2021, 21:24

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი "ბაიერნის" ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის შეადარა.

"მო სალაჰი აბსოლუტურად იმავე დონეზე თამაშობს, ამაში ეჭვი არ არსებობს. მო გოლების მანქანაა. მის პროფესიონალიზმს ბადალი არ ჰყავს. ყველაფერს აკეთებს, რათა ყოველთვის კარგ ფორმაში იყოს და სწორ გზაზე დარჩეს".

"პირველი მოდის ვარჯიშზე და ბოლო მიდის. ყველა ასეთი რამ - ეს არის მო. ამასთანავე, გარდა მისი ტექნიკური თვისებებისა, მუდმივად უნდა გატანა და ესეც სასარგებლოა.

ასეთი მიდგომა ახასიათებს ლევისაც. კარგია და ძალიან მაგარი ფეხბურთელისთვის". მოედანზე რასაც არ უნდა აკეთებდე, რა მომენტსაც არ უნდა ქმნიდე, ყოველთვის საჭიროა ადამიანი, რომელსაც ბურთის კარის ხაზთან ამოტანა და მისი ბადეში მოთავსება შეუძლია.

მო ამას საუკეთესო ფეხბურთელების დონეზე აკეთებს, რაც კი მინახავს. ეს მან იცის. მისი სტატისტიკა ჭკუისშემშლელია. ცხადია, გამიმართლა, რომ კარგ ფეხბურთელებთან მიმუშავია", - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Guardian.