ავტორიზაცია

"ქინქლაძეს უყვარდა სიტი, თუმცა მე-3 ლიგაში გავარდნა მისთვისაც კი მეტისმეტი იყო", - ინგლისში ქართველი ლეგენდა გაიხსენეს

"ქინქლაძეს უყვარდა სიტი, თუმცა მე-3 ლიგაში გავარდნა მისთვისაც კი მეტისმეტი იყო", - ინგლისში ქართველი ლეგენდა გაიხსენეს
თარიღი 15 ოქტ 2021, 21:47

საფეხბურთო გვერდმა სახელწოდებით Max Wolf-მა "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში მოკლე ექსკურსი გააკეთა. ცხადია, როდესაც საუბარია "ქალაქელთა" ადრეულ ეპოქაზე, გიორგი ქინქლაძის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ შეუძლებელია. გთავაზობთ ერთ-ერთ ნაწყვეტს:

"წარმატებული 60 და 70-იანი წლების შემდეგ, 80-იანებში სტაგნაცია დაიწყო. 1987 წელს, მან სიტი ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდანაც კი გამოვარდა. მანჩესტერელები ელიტაში დააბრუნა მელ მაკჰინმა, რომელმაც ფერგიუსონის იუნაიტედი შემდეგ 5:1 გაანადგურა.

ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი მოგვიანებით იტყვის, რომ "ქალაქელებმა" მას ყველაზე დამამცირებელი წაგება აგემეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ინგლისელი მაინც გაუშვეს.

90-იანების "ლურჯები" ასოცირდებიან ქინქლაძესთან და ბოლის შემადგენლობის გაახალგაზრდავების მცდელობასთან. ქართველი შემტევი ნახევარმცველის გაბრწყინების მიუხედავად, "სიტი" ეპლ-იდან გავარდა.

მანჩესტერული გუნდი არც ჩემპიონშიფში გაჩერდა დიდხანს, შედეგად კიდევ უფრო ღრმა ფსკერზე დაეშვა. გიორგი "ქალაქელების" გვერდით იდგა ბოლომდე, მაგრამ მე-3 ლიგაში გავარდნა მისთვისაც მეტისმეტი გამოდგა."

ჯო როილი მოგვიანებით გაიხსენებს - "მან სიტის არ ჰქონდა ცხელი წყალიც კი, ეს გუნდი მხოლოდ ბებრებსა და თავისუფალ აგენტებს იზიდავდა". საოცარია, თუ რა ტრანსფორმაცია განიცადეს მანჩესტერელებმა ფინანსური სიძლიერის მოპოვების შემდეგ.