ავტორიზაცია

მარტინესი: "კურტუამ ფეხით თამაში არ იცის? ეს სისულელეა"

მარტინესი: "კურტუამ ფეხით თამაში არ იცის? ეს სისულელეა"
თარიღი 15 ოქტ 2021, 22:30

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერს, ტიბო კურტუას თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.

"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ფეხით თამაში არ იცის. პირიქით, ასეთ მაღალ ბიჭს ძალიან კარგი კოორდინაცია აქვს. კარგად ესმის თამაში, გამოსვლებზე თამაშობს".

"სტილის საკითხია. თუმცა, როცა გუნდში თამაშობს, რომელსაც თავისი კარიდან ბურთის გათამაშება სურს, შესანიშნავად იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს".

"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარე გახლდათ და ამჟამად მსოფლიოს 2-3 საუკეთესოს შორის სტაბილურად შედის. ასაკის გათვალისწინებით, მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს წინ".

"კურტუა ქვეყანაზეც კონცენტრირებულია, სადაც ისტორიულად მეკარეებს ძალიან კარგი დონე აქვთ, ნამდვილი ლეგენდებიც კი ჰყავს. ტიბოც იმ გზას ადგას, რომ უდიდესი გახდეს"