ავტორიზაცია

"ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი სწორედ ჩვენთან თამაშობს", - ლა ლიგის პრეზიდენტი

"ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი სწორედ ჩვენთან თამაშობს", - ლა ლიგის პრეზიდენტი
თარიღი 15 Oct 2021, 22:48

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გავლენა მოახდინა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ ჩემპიონატის კომერციულ მიმზიდველობაზე.

"ვიცოდით, რომ ეს ფეხბურთელები წავიდოდნენ - ასაკის ან სხვა მიზეზების გამო. ტურნირის სატელევიზიო უფლებების ფასი კონკრეტულ სახელებზე დამოკიდებული არ არის".

"მხოლოდ შეერთფებულ შტატებში, ლა ლიგის ჩვენების უფლება 8 წლით იყიდეს. ვინ იცის, ვინ ითამაშებს 5 წლის შემდეგ ლა ლიგაში?".

"აქ ყოველთვის თამაშობდნენ შესანიშნავი ფეხბურთელები. ჩემთვის ბენზემა ევროპაში საუკეთესო ცხრიანია. პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს", - ციტირებს ტებასის სიტყვებს L'Equipe.