ავტორიზაცია

სოლსკიაერი: "მანჩესტერის კარში ისევ ძველი დე ხეა დგას"

სოლსკიაერი: "მანჩესტერის კარში ისევ ძველი დე ხეა დგას"
თარიღი: 16 ოქტ 2021, 00:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გუნდის გოლკიპერის, დავიდ დე ხეას შესახებ ისაუბრა.

"ზაფხულში დამირეკა, მითხრა, რომ უნდოდა შვებულება ნაადრევად დაესრულებინა და წინასასეზონო მზადება დაეწყო. სურდა მზად ყოფილიყო, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია".

"გასული სეზონი რთული იყო. ბევრი მატჩი არ უთამაშია, რადგან დინ ჰენდერსონმა თავი კარგად წარმოაჩინა". დავიდი ბევრს მუშაობდა და ახლა კონცენტრირებულია, თავს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად გრძნობს".

"როცა გესმის, რომ იმუშავე და ფიზიკურ ტესტებში საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწიე, ეს მეტ დამაჯერებლობასა და მოტივაციას გაძლევს".

"მცველების ძლიერ ოთხეულთან ერთად თამაშობს, მაგრამ როცა დავიდი ასეთ ფორმაშია, ეს დაცვის ფეხბურთელებისთვისაც კი კარგია", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Daily Mail.