ავტორიზაცია

ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვება - ქართველმა ჩოგბურთელმა ციციპასი დაამარცხა!

ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვება - ქართველმა ჩოგბურთელმა ციციპასი დაამარცხა!
თარიღი 16 Oct 2021, 00:31

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 3 სეტში მოუგო მას.

ბასილაშვილმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო. მან საწყისი 5 გეიმიდან 4 მოიგო და 2-ჯერ მეტოქის ჩაწოდება აიღო. 4:1-ზე კი საკუთარი ჩაწოდება დათმო და ციციპასმა ჩამორჩენა 1 გეიმამდეც შეამცირა, თუმცა ნიკოლოზმა უპირატესობა შეინარჩუნა.

ბასილაშვილი მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა და მისი მომდევნო მოწინააღმდეგის ვინაობას ფრიცი და ზვერევი გაარკვევენ. ბასილაშვილმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელი მეექვსედ დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ნავსი გატყდა: ბასილაშვილმა რუს ხაჩანოვს მოუგო და კარიერაში პირველად მასტერსის 1/4 ფინალში გავიდა!