ავტორიზაცია

VIDEO: პსჟ-მ ანჟერი ბოლო წუთებზე მბაპეს პენალტით გატეხა - პარიზელთა უღიმღამო სვლა გრძელდება

თარიღი: 16 ოქტ 2021, 00:57

ლიგა 1-ის მორიგი ტურის ფარგლებში "პარი სენ-ჟერმენმა" აშკარა ფავორიტის რანგში მიიღო "ანჟერი", რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "პსჟ"-ს არ ჰყავდა ლეო მესი, ნეიმარ ჟუნიორი, ანხელ დი მარია და სხვა სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავები, რომლებიც სანაკრებო თამაშებიდან გვიან დაბრუნდნენ.

ამის მიუხედავად, პარიზელთა ფავორიტობა ეჭვქვეშ მაინც არ იდგა იმ დრომდე, სანამ "ანჟერმა" ანგარიში არ გახსნა. "ლურჯ-წითლებმა" გაათანაბრეს 69-ე წუთზე, დანილო პერეირას გოლით, გამარჯვების მომტანი 11-მეტრიანი კი 87-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა.

პარი სენ-ჟერმენმა მორიგ უფასო ტოპ-ტრანსფერს დაუმიზნა