ავტორიზაცია

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ კვეკვესკირი ამას გააკეთებდა" - ლეხ პოზნანმა ქართველი დააჯარიმა

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ კვეკვესკირი ამას გააკეთებდა" - ლეხ პოზნანმა ქართველი დააჯარიმა
თარიღი 16 Oct 2021, 10:13

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ლეხ პოზნანის ქართველი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი მცირე სკანდალში გაეხვა.

ალკოჰოლით თრობის ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საჭეს ატარებდა, რა დროსაც პოზნანში ავტოშემთხვევა მოუვიდა. გუნდმა 29 წლის ნახევარმცველი დააჯარიმა. როგორც განცხადებაში წერია, კვეკვესკირი მიიღებს სერიოზულ ფინანსურ სასჯელს და ამასთანავე, პოზნანის შტატში პრევენციულ და სამოქალაქო საქმეებში ჩაერთვება.

"ჩვენს ურთიერთობაში ამ ამბის შემდეგ რაღაც დაირღვა, მეგონა კვეკვესკირს კარგად ვიცნობდი. დრო დასჭირდება რაღაცების აღდგენას, რთული და მოულოდნელი სიტუაციაა, რომელიც ნიკამ ვარჯიშებზე, თამაშებზე და გასახდელში მონდომებით უნდა გამოასწოროს. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ამას გააკეთებდა," - განაცხადა პოზნანის ლეხის მწვრთნელმა მაციე სკორჟამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხში 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის აქტივში 8 ჩატარებულ მატჩი და 1 გოლია.