ავტორიზაცია

"რონალდუ იუვენტუსში ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე და არა გუნდზე", - ტურინელთა ყოფილი შუახაზელი

"რონალდუ იუვენტუსში ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე და არა გუნდზე", - ტურინელთა ყოფილი შუახაზელი
თარიღი 18 ოქტ 2021, 11:27

"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესიო ტაკინარდიმ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"რონალდუ ასე არ უნდა წასულიყო. კერძო თვითმფრინავით არ უნდა გაფრენილიყო, სანამ ალეგრი "ემპოლისთან" მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავდა".

"ველოდი პრესკონფერენციას, სადაც რონალდუ გულშემატკივრებს მადლობას გადაუხდიდა. "იუვენტუსის" გულშემატკივრებმა ის შეიყვარეს, მათ სხვანაირად უნდა დამშვიდობებოდა".

"აღარ არსებობენ დელ პიეროსა და ტოტის, მალდინისა და ძანეტის მსგავსი ფეხბურთელები, მაგრამ კრიშტიანუს სიტყვები იმაზე, რომ გადავიდა კლუბში, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში, კარგ შთაბეჭდილებას არ ქმნის".

"რონალდუ არა მხოლოდ "იუვეს" მაისურისთვის თამაშობდა, არამედ თავისი საერთაშორისო იმიჯისთვისაც. ეს კი გულშემატკივართა თვალთახედვას არ გამორჩენია".

"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე წასვლით, კრიშტიანუმ "იუვენტუსი" და ბაზარზე კლუბის სტრატეგია ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ისეთი გოლების მანქანის შეცვლა, როგორიც რონალდუა, შეუძლებელია", - ციტირებს ტაკინარდის სიტყვებს Tuttosport.