ავტორიზაცია

"ეს ადამიანი ჩემთვის სამ ქულაზე მნიშვნელოვანია", - რეგილონი ნიუკასლთან მატჩში მომხდარ ინციდენტზე

"ეს ადამიანი ჩემთვის სამ ქულაზე მნიშვნელოვანია", - რეგილონი ნიუკასლთან მატჩში მომხდარ ინციდენტზე
თარიღი 18 Oct 2021, 20:27

"ტოტენჰემის" მცველმა, სერხიო რეგილონმა პრემიერ ლიგის ეგიდით "ნიუკასლთან" (3:2) გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ესპანელმა აღნიშნული შეხვედრის მთავარ არბიტრს, ანდრე მარინერს მიანიშნა, რომ ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი ცუდად გახდა. მსაჯმა მატჩი შეაჩერა, ფანს დახმარება აღმოუჩინეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"სამი ქულა ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია. მითხრეს, რომ კარგად არის, სტაბილურ მდგომარეობაშია".

"დავინახე, როგორ იქნევდნენ გულშემატკივრები ხელებს, ძირს დაწოლილი ადამიანი დავინახე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მსაჯს მივმართე, მან კი მატჩი შეაჩერა. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი კარგადაა".

"ძალიან უჩვეულო იყო. ძირს დაწოლილი ადამიანი დავინახე, ვინერვიულე, რადგან ამის დანახვა არ მინდოდა", - ციტირებს რეგილონის სიტყვებს BBC Sport-ი.