იკარდი აგუეროს სანაცვლოდ — პსჟ ბარსელონას ხმაურიან გაცვლას სთავაზობს და პასუხი უკვე მიიღო
"პარი სენ ჟერმენს" კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩაგდება სურს.
33 წლის არგენტინელის სანაცვლოდ პარიზული კლუბი მზად არის ფორვარდი, მაურო იკარდი დათმოს, რომელიც გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, იუწყება გამოცემა El Nacional.
მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამ ბარტერით დაინტერესებულები არ არიან.
შეგახსენებთ, აგუერო "ბარსელონას" გასულ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გამოცდილმა ფორვარდმა აქამდე საჯაროდ აღიარა, რომ "ბარსაში" თავის მეგობარ და თანამემამულე ლიონელ მესის გვერდით თამაშის გამო გადავიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და უფასოდ "პსჟ"-ს შეუერთდა.