ავტორიზაცია

კომპონენტი, რომელშიც პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე რამოსს გადაასწრო

კომპონენტი, რომელშიც პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე რამოსს გადაასწრო
თარიღი 21 ოქტ 2021, 10:59

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონამ" პირველი გამარჯვება მხოლოდ მესამე ტურში მოიპოვა. კატალონიელებმა მინიმალური ანგარიშით კიევის "დინამო" დაამარცხეს.

"ბლაუგრანას" მხრიდან ის ერთადერთი გოლი გაიტანა ხერარდ პიკემ, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საერთო ჯამში უკვე 16 ბურთი დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელმა ცენტრალურმა მცველმა ამ კომპონენტში გაასწრო სერხიო რამოსს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ამ დროისთვის 15 გოლი აქვს გატანილი.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - "ლურჯ-ბროწეულისფრების" უკანახაზელმა თავისი პირველი ევროპული გოლიც წლების წინ სწორედ უკრაინულ გუნდს გაუტანა.

საუბარია 2007/2008 წლების სეზონზე, როდესაც 34-წლის ცენტრბექი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. აქვე დავამატებთ, "წითელი ეშმაკები" იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები გახდნენ.