ავტორიზაცია

მისი ცქერა სიამოვნება იყო - როგორი სტატისტიკა ჰქონდა ჩაკვეტაძეს პარტიზანთან მატჩში

მისი ცქერა სიამოვნება იყო - როგორი სტატისტიკა ჰქონდა ჩაკვეტაძეს პარტიზანთან მატჩში
თარიღი 22 ოქტ 2021, 12:18

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ბელგრადის პარტანი საკუთარ მოედანზე გენტთან 0-1 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობაში სასტარტო თერთმეტეულში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს, თუცმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იყო Sofascore-ს ვერსიით და 7.8 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი შეფასება იყო.

გიორგი ჩაკვეტაძემ სერბების წინააღმდეგ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, დრიბლინგის 6 მცდელობიდან 5 წარმატებული ჰქონდა, ერთხელ დარტყმაც დაბლოკა. 31 გადაცემა გააკეთა, საიდანაც 95%, ანუ 29 ზუსტი იყო.

22 წლის ნახევარმცველმა 4 ისეთი გადაცემა გააკეთა, რომლითაც გენტმა საბოლოოდ სახიფათო მომენტი შექმნა. 14 ორთაბრძოლიდან 11 მოიგო და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის წინა ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, თუმცა სასჯელი მოიხადა და ახლა საქმეში ბრუნდება.