ლივერპულთან მატჩში მანჩესტერს შესაძლოა ლიდერი გამოაკლდეს - ინფორმაცია სოლსკიაერმაც დაადასტურა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, შესაძლოა პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩი გამოტოვოს, რომელშიც მისი გუნდი „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი ავრცელებს.
„ატალანტას მსგავსი მატჩები ყოველთვის ტრავმას იწვევს, ჩვენ ორი თუ სამი დაშავებული ფეხბურთელი გვყავს.
ბრუნო - ერთ-ერთი მათგანია, მისი მონაწილეობა „ლივერპულთან“ მატჩში ეჭვქვეშ დგას, თუმცა ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ითამაშოს.“ - აღნიშნა სოლსკიაერმა.
მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული“ კვირას, 24 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.