ავტორიზაცია

"მესი პსჟ-ში სასარგებლოს არაფერს აკეთებს", - ფრანგმა ჟურნალისტმა არგენტინელი გააკრიტიკა

"მესი პსჟ-ში სასარგებლოს არაფერს აკეთებს", - ფრანგმა ჟურნალისტმა არგენტინელი გააკრიტიკა
თარიღი 22 Oct 2021, 23:48

ცნობილმა ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ გააკრიტიკა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი. ფრანგი ჟურნალისტის მტკიცებით, არგენტინელი "პსჟ"-ში სასარგებლოს არაფერს აკეთებს.

"მესი კარგია დრიბლინგისას, თუმცა ტაქტიკური თვალსაზრისით, სასარგებლოს ის პარი სენ-ჟერმენისთვის არაფერს აკეთებს. დიახ, არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაიფციგს შეუსრულა დუბლი, მაგრამ მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი სულაც არ იყო.

ლიონელი თავის გუნდს დიდად არაფერს მატებს, ხშირ შემთხვევაში ის არც კი დარბის და ბურთს იღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალია. პსჟ-ს ფორვარდს სხვა, უფრო ძლიერ მეტოქესთან ძალიან გაუჭირდება".

შეგახსენებთ, რომ 34-წლის შემტევი "ბარსელონადან" პარიზელებში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. "ლურჯ-წითლების" 30-ე ნომერმა ამ სეზონში უკვე 3 გოლი გაიტანა.