ავტორიზაცია

დელ პიერო: "დიბალა? იუვენტუსის ლიდერი ახლა სხვა ფეხბურთელია"

დელ პიერო: "დიბალა? იუვენტუსის ლიდერი ახლა სხვა ფეხბურთელია"
თარიღი 22 ოქტ 2021, 23:58

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ ფედერიკო ბერნარდესკი შეაქო. საკულტო იტალიელმა თავდამსხმელმა თანამემამულეს "ბებერი ქალბატონის" ლიდერი უწოდა.

"დიბალა? ვფიქრობ, იუვენტუსის ლიდერი ახლა სხვა ფეხბურთელია. არგენტინელი თავდამსხმელის არყოფნაში ბევრს საკუთარ თავზე იღებს კიეზა, თუმცა ნამდვილი წინამძღოლი ბერნარდესკია.

ალეგრის დაბრუნებით, ის ძველებურად ათამაშდა. მიხარია, რომ იტალიის ნაკრების ფორვარდმა კარიერის რეანიმირება მოახერხა", - განაცხადა "ბიანკონერის" ეპოქალურმა კაპიტანმა.

შეგახსენებთ, ფლორენციის "ფიორენტინას" აღზრდილი "იუვენტუსში" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 156 შეხვედრაში 10 გოლის გატანა შეძლო.