აჩი არველაძე: "იმედი მაქვს, ქართველების დიდ გუნდებში დაბრუნება კვარაცხელიას ტრანსფერით განახლდება"
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, არჩილ არველაძემ ნახევრად სპორტული პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:
"მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კვარაცხელია ითამაშებს ისე, რომ დიდ გუნდში წავა. ერთი პერიოდი ჩვენ გარდავტეხეთ, რომ ქართველი ფეხბურთელები მიდიოდნენ დიდ კლუბებში და ეს სწორედ ხვიჩამ უნდა დააბრუნოს.
კარგი იქნება, თუ წავა დიდ გუნდში და გაიყიდება დიდ თანხად, ჯაჭვური პრინციპით კი მას სხვა მოთამაშეებიც მიყვებიან", - განაცხადა ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ყაზანის "რუბინის" შემტევის სახელს ევროპის ტოპ-კლუბებს მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში უკავშირებდნენ. სიაში იყო მიუნხენის "ბაიერნი", ტურინის "იუვენტუსი", მილანის "ინტერი" და სხვები.