მორატიმ ბონუჩის უპასუხა: "მორჩი სისულელეების ლაპარაკს"
ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გასულ სეზონში სკუდეტო რამდენიმე მინუსის გამო ვერ მოიგო.
იტალიელ უკანახაზელს უპასუხა მასიმო მორატიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ მილანის "ინტერი" ჩემპიონი გახდა არა "ბებერი ქალბატონის" სისუსტის გამო, არამედ თავისი სიძლიერის.
"ბონუჩი გაუჩერებლად საუბრობს იუვენტუსის მინუსების შესახებ, თუმცა მთავარი გასულ სეზონში ინტერის სიძლიერე იყო. მილანელები მოძლიერებულ ტურინელებსაც აჯობებდნენ.
იტალიის ნაკრების ცენტრალურ მცველს კი ვურჩევ, რომ მოეშვას სისულელეებზე ფიქრს. "ნერაძური" იყო მიუწვდომელი, ეს ფაქტია", - განაცხადა იტალიელმა ბიზნესმენმა.