"მესი იყო ჩემი მეტოქეც და შეგირდიც, ვიცი, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ის", - სამპაოლი
"პარი სენ-ჟერმენისა" და მარსელის "ოლიმპიკის" დაპირისპირების წინ, ხორხე სამპაოლიმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა თავკაცმა აღნიშნა, რომ დიდ როლს ის სწორედ თანამემამულის შეჩერების საკითხს უთმობს.
"მესის ვიცნობ კარგად, ის იყო ჩემი მოწინააღმდეგეც და შეგირდიც. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის შეჩერების მეთოდების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მომეხსენება.
მთავარი იქნება მისი და ზოგადად პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის დაბლოკვა. ამის გარდა, ლიონელი ჩვენი კარების სიახლოვეს არ უნდა აღმოჩნდეს".
შეგახსენებთ, "პსჟ" "თეთრ-ლურჯებს" ესტუმრება ხვალ, 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პარიზელთა თავდამსხმელი მოედანზე აუცილებლად იქნება.