"მესი ბარსელონას ზედმეტ ტვირთად აწვებოდა", - კატალონიელი ბიზნესმენი
ხოან ლაპორტას აქტიურმა მხარდამჭერმა და ენერგეტიკული ჯგუფის, Audax Renovables-ის მფლობელმა, ხოსე ელიასმა ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"როგორი მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო, მესისთან განშორება სწორი გადაწყვეტილებაა. ამის გაკეთება საჭირო იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც მის სანაცვლოდ ფულის მიღება იყო შესაძლებელი.
ბარსელონასთვის მოვლენები განვითარდა ორმაგად სამწუხაროდ - გუნდი როგორც არგენტინელი თავდამსხმელის, ისე მის სანაცვლოდ მისაღები ფულის გარეშეც. უცნაურია.
რთულია "ბლაუგრანას" პრეზიდენტობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ლაპორტა არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებს", - განაცხადა კატალონიელმა.